Wednesday, September 2, 2015

დღე მეერვე
დავასრულეთ ბუკლეტის  შევსება, სასწავლო პროექტის გეგმა.  შევქმენით მოსწავლისათვის  ფასილიტაციის კითხვარი. ავტვირთეთ დრაივზე ყველა დასრულებული ნაშრომი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე პროექტების სახით.


დღე-მეეცხრე
გავიხსენეთ პორტფოლიოს და  პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, ვიუერის გამოყენება.როგორ კეთდება ბუკლეტი.გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია.აგრეთვე ,გავიხსენეთ ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები.როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროექტის იდეა.როგორ უნდა დავსახოთ  მიზანი და როგორ უნდა შევაფასოთ პროექტი.ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი.როგორ უნდა მოვახდინოთ მსწავლეთა დიფერენცირება.შემდეგ სათითაოდ მოვისმინეთ პრეზენტაციები.პირველმა წარმოგვიდგინა რუსული ენის მასწავლებელმა ნათელა ფაიქრიძემ.მისი პროექტის თემაა „თალგამი“.თემა აგებულია მეგობრობაზე და ურთიერთდახმარებაზე.მეორე გამოვიდა მაყვალა ხიჯაკაძე,რომელმაც წარმოგვიდგინა თემა „ჩემი სისხლის ჯგუფები“.თემის მიზანია სისხლის ჯგუფების დადგენა და სისხლის გადასხმა.მესამე  გამოვიდა ქართული ენის მასწავლებელი ნათელა ჩიტორელიძე.მან წარმოადგინა თემა ვაჟა ფშაველას „სტუმარ მასპინძელი“.თემის მიზანია საუკუნოვანი პრობლემების გადაწყვეტა.მეოთხე  წარსდგა ინგლისური ენის მასწავლებელი მარინა  ტურაშვილი,რომელმაც წარმოგვიდგინა თემა „ინგლისური ენა ქართულ რეალობაში“.თემის მიზანია ქართულ რეალობაში მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის მნიშვნელობა.მეხუთე წარსდგა. ინგლისურის მასწავლებელი ნანა ბერიძე რომელმაც წარმოადგინა თემა  თინეიჯერების ცხოვერბა ,თემის მიზანია  ქართველმა  თინეიჯერებმა  დიდი ბრიტანეთში მცხოვრები თინეიჯერების ცხოვრების წესზე პარალელების გავლება. მეექვსე წარსდგა ქიმიის მასწავლებელი ელისო არჯევანიძე,რომელმაც წარმოგვიდგინა თემა „შენადნობები“.თემის მიზანია  შენადნობი უფრო მტკიცეა ვიდრე ცალკეული მეტალისგან დამზადებული ნაკეთობები.მეშვიდე წარსდგა ბუნების მასწავლებელი ნაირა ჩხიკვაძე,მან წარმოადგინა „გარემოზე მავნე ზემოქმედება“.თემის მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეებს რას ნიშნავს გარემოზე  მავნე ზემოქმედება და როგორ შეიძლება მისი შემცირება.მეერვე წარსდგა მათემატიკის მასწავლებელი დალი დაღელაშვილი,რომელმაც წარმოგვიდგინა თემა „სტატისტიკური კვლევა“.თემის მიზანია ჩემს სოფელში მიგრაციის პრობლემა.მეეცხრე გამოვიდა ქართული ენის  მასწავლებელი მედეა ნიქაბაძე,რომელმაც წარმოადგინა თემა „21 საუკუნის ლუარსაბი.“თემის მიზანია 21 საუკუნის ლუარსაბი თანამედროვე ცხოვრებაში. მეათე წარსდგა ინგლისური ენის მასწავლებელი ჟანა ნიშნიანიძე , მან წარმოგვიდგინა თემა „ცნობილი ადამიანები ჩემს კუთხეში“,რომლის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია  ხარაგაულში მცხოვრები გამიჩენილი ადამიანების შესახებ.მეთერთმეტე წარსდგა ფიზიკის  მასწავლებელი ლია ჩადუნელი,მან წარმოადგინა თემა“ელექტრო მაგნიტური ტალღების გამოყენება და ადამიანი“.თემის მიზანია  გაიგონ მოსწავლეებმა თუ რრა გავლენას ახდენს ელექტრო მაგნიტური ტალღები ადამიანის ჯანმრთელობაზე.
დასკვნა: ტრენინგმა დადებითი გავლენა მოახდინა. ვისწავლე გეგმის სრული და სწორი სახით ჩამოყალიბება. ბევრი რამ გავიგე საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის. ტრენინგი ჩემთვის ნაყოფიერია.




Monday, August 31, 2015

დღე მეშვიდე

 მოვისმინეთ პროცედურები და დავასრულეთ. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის. შევქმენით მოსწავლეთა  სხვადასხვა სწავლის სტილის გამოსავლენად თვითშეფასების  ფორმები. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონს რომელიც გამოგვადგება ხარაჩოდ მოსწავლისათვის.

Thursday, August 27, 2015

დღე მეექვსე

დავწერეთ მიზნებიდან გამომდინარე აქტივობეი. პროექტის რუბრიკის მიხედვით დავიწყეთ აქტივობების განხილვა.შევავსეთ შეფასების რუბრიკის სქემა. 

Wednesday, August 26, 2015

დღე მეხუთე

გავეცანით 4-3  მოდულს საავტორო უფლებების პრეზენტაციას.  გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან მასალები. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.  შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში და ავტვირთეთ დრაივზე.  მოსწავლის როლში ჩავდექით და შევქმენით მოსწავლის  ნაცვლად სლაიდ შოუ.

Tuesday, August 25, 2015

დღე მეოთხე
მეორემოდულის მესამე აქტივობაზე ვიმუშავეთ. გავეცანით შეფასების 5 მიზანს.  4 განმავითრებელს  და 1 განმსაზღვრელს.  5-ვე მიზნისთვის შევარჩიეთ  შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები,  პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. . შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების  შესაფასებლად ვიცი, მინდა ვიცოდე,  ვისწავლე დიაგრამა.


დღე მესამე.
გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას., რომელიც დაგვეხმარა დაგვედგინა ჩვენი არჩეული სტანდართიიყო თუ არა  მაღალი სააზროვნო.

სტანდარტიდან გამომდინარაე ჩამოვწერეთ მიზანი ყველა ინდიკატორიდან. 21 საუკუნის უნარებიდან ამოვარჩიეთ ამოვიწერეთ პროექტისთვის შესაბამისი უნარები.  ჩამოვწერეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები .   ზოგადი შინაარსობრივი და

Friday, August 21, 2015

1.    დღე პირველი
                    გავეცანით ,,ვიუვერის,, გამოყენებას. შევქმენით პორთფოლიო,ასევე შევქმენით საქაღალდეები,  ვისწავლეთ დოკუმენტის შენახვა პორტფოლიოში.გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს . პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი ( პროექტის მახასიათებლების განხილვა) რომეო და ჯულიეტას პროექტის გეგმას გავეცანით
დავალება: პროექტის სათაური და პროექტის შინაარსი.


2.      დღე მეორე
მოვისმინეთ საპროექტო იდეები.პროექტის გეგმაში ჩავწერეთ მოცემული დავალება პროექტის სათაური და პროექტის შინაარსი . ე.ს.გ-ს სტანდარტი ჩავწერეთ.   შედეგები და ინდიკატორები ავარჩიეთ რომელთა შეფასებასაც მოვახდენდით პროექტის ფარგლებში.  გავეცანით ბუკლეტის შაბლონს. ბუკლეტში ჩავსვით სურათი და ჩავწერეთ  პროექტის სათაური.

დავალება: ბუკლეტის შექმნა